კახა კალაძე - მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებულ რეზოლუციებს, განცხადებებს თუ დავაკვირდებით, არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე - მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებულ რეზოლუციებს, განცხადებებს თუ დავაკვირდებით, არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება

მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებულ რეზოლუციებს, განცხადებებს თუ დავაკვირდებით, არანაირი სიმართლის ნაპერწკალი არ არსებობს, მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება გაჯერებულია სიძულვილით, ტყუილითა და სიცრუით, არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ ეძებენ შავ ხვრელებს, რათა დააფინანსონ სახელმწიფო გადატრიალებები ქვეყანაში.

„მათი მთავარი მიზანი არის, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ეს ძალადობრივი, ექსტრემისტული ჯგუფები და საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული. პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ – ვეძებთ გზებს, შავ ხვრელებს ვეძებთ, რათა დავაფინანსოთ სახელმწიფო გადატრიალებები ქვეყანაში. ეს წარმოუდგენელია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ არაფორმალური მმართველობა გაბატონებულია მსოფლიოში და პრეტენზია აქვს იმისა, რომ მთელი მსოფლიო მართოს, ეს ადამიანები არ ისვენებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.