კახა კალაძე - მთავარია, ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა განვითარდეს
კახა კალაძე - მთავარია, ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა განვითარდეს

ევროპის მოედანზე, საახალწლო კონცერტზე ხვდება ახალ წელს თბილისის მერი. კახა კალაძე ევროპის მოედანზე ოჯახთან ერთად მივიდა და მოსახლეობას ახალი წლის დადგომა მიულოცა.

„მინდა, მივულოცო თბილისს, თბილისელებს და სრულიად საქართველოს. ვუსურვებდი, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველა სურვილის ასრულებას. მჯერა, რომ 2018 წელი იქნება წარმატებული და მთავარია, ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.