კახა კალაძე - მობრძანდით 22 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე, რომ ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები
კახა კალაძე - მობრძანდით 22 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე, რომ ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე 22 დეკემბერს აინთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საკმაოდ საინტერესო სანახაობა და გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება.

„22 დეკემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რომელზეც მინდა დავპატიჟო დედაქალაქის მოსახლეობა, რომ მობრძანდეთ თქვენი შვილებით და შვილიშვილებით“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა თავის მოადგილეს, სოფო ხუნწარიას დაავალა, მთავრობის სხდომის შემდეგ მოსახლეობას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

„საკმაოდ საინტერესო იქნება და კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, მობრძანდეთ 22-ში, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.