კახა კალაძე -  მჯერა, რომ ახალგაზრდებთან ერთად შევძლებთ სირთულეების გადალახვას 
კახა კალაძე -  მჯერა, რომ ახალგაზრდებთან ერთად შევძლებთ სირთულეების გადალახვას 

საკრებულოსთან ერთად ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი ახალგაზრდების ჩართულობით, რომელსაც ეტაპობრივად წარმოგიდგენთ. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ იმ სირთულეების გადალახვას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარებაში, ქვეყნის წინსვლაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„თქვენ უნდა იყოთ სამაგალითო,  რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ჩავრთოთ რეგიონებში, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, რომ შევძლოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. როგორც დედაქალაქის მერს, სამომავლოდ მაქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს ერთი ძალიან საინტერესო პროექტი წარმოვადგინეთ და დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული თავისი იდეების მოწოდებით. შემდგომ ჩვენ დავეხმარებით მათ განხორციელებაში. ეს არის პროექტი „ჩვენი იდეა ქალაქის მერს“. ვიცით, რომ ბევრი კრეატიული ადამიანი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. შესაბამისად, გაძლევთ შესაძლებლობას,  წარმოადგინოთ თქვენი ხედვები, პროექტები ქალაქთან მიმართებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტების რეალიზება შესაძლებელი იყოს.

“საკრებულოსთან ერთად ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი ახალგაზრდების ჩართულობით, რომელსაც ეტაპობრივად წარმოგიდგენთ. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ იმ სირთულეების გადალახვას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურია. მინდა, თითოეულ თქვენგანს წარმატება გისურვოთ. შემართებით, უფრო მხნედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.