კახა კალაძე - მინდა, ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის შობას ზეიმობს, მთელი გულით მივულოცო ეს ლამაზი, სიკეთითა და სიყვარულით გაჯერებული დღესასწაული
კახა კალაძე - მინდა, ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის შობას ზეიმობს, მთელი გულით მივულოცო ეს ლამაზი, სიკეთითა და სიყვარულით გაჯერებული დღესასწაული

თბილისის მერი კახა კალაძე ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ.

„მინდა, ყველას, პირველ რიგში კი, ჩემს მეგობრებს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ვინც დღეს მაცხოვრის შობას ზეიმობს, მთელი გულით მივულოცო ეს ლამაზი, სიკეთითა და სიყვარულით გაჯერებული დღესასწაული! მშვიდობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ, ჩემო მეგობრებო! გილოცავთ“, – აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში.