კახა კალაძე - მინდა, შევუერთდე 2020 წლის ევროპის დღის მოწოდებას - ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ
კახა კალაძე - მინდა, შევუერთდე 2020 წლის ევროპის დღის მოწოდებას - ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ

მინდა, შევუერთდე 2020 წლის ევროპის დღის მოწოდებას – ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის დღეებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ევროპული ოჯახი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ებრძვის უხილავ მტერს და საჭიროა ერთიანობა პანდემიასთან ბრძოლაში.

„დღეს ევროპული ოჯახი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ებრძვის უხილავ მტერს და ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა, გვჭირდება ერთიანობა პანდემიასთან ბრძოლაში.

თქვენ იცით, თბილისი ყოველ წელს გასაკუთრებული სიყვარულით მასპინძლობს ევროპის დღეებს. ეს არის მნიშვნელოვანი დღეები თბილისელებისთვის, ყველასთვის, ვინც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, ვისაც სწამს და სჯერა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის.

მიუხედავად იმისა, რომ წელს საზეიმო ღონისძიებები არ ტარდება, მინდა, მივულოცო ჩემს ქალაქს ევროპის დღეები საქართველოში და ვისურვო საერთო გამარჯვება მსოფლიოში არსებულ გამოწვევაზე.

გახსოვდეთ, თბილისი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევროპული ქალაქი, მომავალ წელს ისევ დაგელოდებათ ევროპის მოედანზე“, – განაცხადა კალაძემ.