კახა კალაძე - მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, იმედია, პარლამენტში ერთობლივად მუშაობას დავიწყებთ
კახა კალაძე - მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, იმედია, პარლამენტში ერთობლივად მუშაობას დავიწყებთ

ძალიან მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა არჩევნებთან დაკავშირებით. მოვისმინეთ, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საერთაშორისო პარტნიორების მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ხელისუფლებას იმ ხარვეზების გამოსწორება მოუწევს, რომელზეც მითითებებია გაკეთებული.

„მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, რომ მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს დარჩენა პარლამენტში, აქაც ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში დავიწყებთ ერთობლივად მუშაობას იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.