კახა კალაძე - მიმდინარეობს მუშაობა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე
კახა კალაძე - მიმდინარეობს მუშაობა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე

მიმდინარეობს მუშაობა, თუ როგორ იქნება ფორმირება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების, როგორი იქნება საარჩევნო სია, – ამის შესახებ თბილის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, მმართველი პარტიაც ემზადება ამისთვის. მიმდინარეობს მუშაობა, თუ როგორ იქნება ფორმირება მაჟორიტარობის კანდიდატების, როგორი იქნება საარჩევნო სია. ამას უახლოეს მომავალში საზოგადოება თქვენი საშუალებით გაიგებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა.

პარტიის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა.