კახა კალაძე - მეორე ტურში ტრაგიკული არაფერია, ამან მოგვცა შესაძლებლობა, მეტი მოტივაციით მივაღწიოთ გამარჯვებას
კახა კალაძე - მეორე ტურში ტრაგიკული არაფერია, ამან მოგვცა შესაძლებლობა, მეტი მოტივაციით მივაღწიოთ გამარჯვებას

მეორე ტურში ტრაგიკული არაფერია, კარგი იქნებოდა, პირველ ტურში დამთავრებულიყო არჩევნები, მაგრამ ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ მეტი მოტივაციით მივაღწიოთ გამარჯვებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტურისთვის აქტიური საარჩევნო კამპანია ხვალიდან დაიწყება.

„მეორე ტურში ტრაგიკული ნამდვილად არაფრი არ არის. რამდენიმე დღის წინ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც ახლოს არის და ჯდება დემოკრატიული ქვეყნების არსებობაში, იგივე თუნდაც მეორე ტური, მისაღებია. კარგი იქნებოდა, რომ პირველ ტურში დამთავრებულიყო არჩევნები, მაგრამ ამან მოგვცა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი შემართებით, მეტი მოტივაციით მივაღწიოთ გამარჯვებას. ჩვენ ხვალიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ მეორე ტურისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.