კახა კალაძე - მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი, იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის მანძილზე დაკავებულია დესტრუქციით
კახა კალაძე - მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი, იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის მანძილზე დაკავებულია დესტრუქციით

მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი, ის არის იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის მანძილზე დაკავებულია დესტრუქციით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყოველთვის ცდილობენ, რომ დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს, ყოველთვის ცდილობენ გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ არ გამოუვათ.

„მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი, ის არის იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის მანძილზე დაკავებულია დესტრუქციით. ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით, როდესაც ისინი იმყოფებიან ოპოზიციაში, არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის მათი რეალური სახე, ყოველთვის ცდილობენ, დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს, ყოველთვის ცდილობენ გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ არ გამოუვათ.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობის გადანაწილება მოუწევს ყველას, არამარტო ხელისუფლებას, მათ შორის ოპოზიციას, რადგან ისინიც პოლიტიკურ ველზე არიან და შესაბამისად, ეს პროვოკაციები კატეგორიულად მიუღებელია. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს არჩევნები მშვიდობიან გარემოში, შეხვდეს მოსახლეობას მივარდნებისა და დაპირისპირებების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.