კახა კალაძე - მეამაყება, რომ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი, ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია
კახა კალაძე - მეამაყება, რომ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი, ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია

ნამდვილად ამაყი ვარ და მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, ორბელიანის განახლებული მოედნის გახსნისას განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, რაშიც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა პარლამენტიდან.

კალაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს თანადგომისთვის.

„ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ როცა ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, შეუძლებელია მისი გაკეთება და წარმატებით დასრულება თუ არ გაქვს საკანონმდებლო მხარდაჭერა.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ კანონები, გავამკაცრეთ სამშენებლო რეგულაციები სხვადასხვა მიმართულებით. ეს გარდაუვალი იყო და ამის გარეშე შეუძლებელი იყო ჩვენ გვეფიქრა მომავალზე. ჩვენ ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, გვაქვს და გვექნება პარლამენტიდან. მინდა თითოეულ პარლამენტარს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის“,- განაცხადა კალაძემ.