კახა კალაძე - მასტერ ლიგა კარგი პროექტია, გუნდების რაოდენობა 35 პროცენტით გაიზარდა #1TVSPORT
კახა კალაძე - მასტერ ლიგა კარგი პროექტია, გუნდების რაოდენობა 35 პროცენტით გაიზარდა #1TVSPORT

„მზიურის“ სტადიონზე მასტერ ლიგის ახალი, 2022 წლის სეზონი დაიწყო. 7×7-ზე საფეხბურთო გათამაშების პირველ შეხვედრაში, ერთმანეთს თბილისის მერია და ფეხბურთის ფედერაცია დაუპირისპირდნენ.

თბილისის მერია მოედანზე საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გაიყვანა, რომელმაც „მზიურის“ სტადიონის რებილიტაციასა და მასტერ ლიგის მნიშვნელობაზე საკუთარ ფეიქბუქ-გვერდზე ჩართვაში ისაუბრა:

„ვაკის პოლიციის შენობის წინ მდებარე სტადიონის ტერიტორია მთლიანად არის რეაბილიტირებული, მოწესრიგებული და განახლებული, თავისი ღამის განათების სისტემით. დავიწყეთ ძალიან კარგი პროექტი, რომელიც მეოთხე წელია იმართება და პოპულარობით სარგებლობს. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ჩართული და ჩვენც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელს ვუწყობთ. წინა წელთან შედარებით, მონაწილე გუნდების რაოდენობა 35 პროცენტით გაიზარდა, რაც მისასალმებელია. განსაკუთრებული მადლობა მხარდაჭერისთვის ფეხბურთის ფედერაციას მინდა გადავუხადო. თუმცა, დღეს მათთან დაძაბული ორთაბრძოლა გვექნება. სხვათა შოირს, გიორგი დემეტრაძეც დაგვიბრუნდა და ისიც ითამაშებს“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის ფეიქბუქ-გვერდზე კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გააკეთა: 

„უპირველესად მინდა, კახი, მადლობა გადაგიხადო, ამ ტურნირის ორგანიზებისა და სტადიონის განახლებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და წარმატებული პროექტი, რომელიც ადამიანებს აძლევს შანსს, ითამაშონ და ფეხბურთით ისიამოვნონ“.