კახა კალაძე - მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი გვაქვს
კახა კალაძე - მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი გვაქვს

ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა.

ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ზუგდიდში, ჭიათურაში, ზესტაფონში, მარნეულსა და ხულოში, მაქსიმალურად იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი.

ასევე მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს საგარეჯოში, ადიგენში, ტყიბულში, წყალტუბოში, ოზურგეთსა და ახმეტაში, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, თუ როგორი ერთიანები, ძლიერები და ღირსეულები ვართ.

მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო ჩემს ძვირფას თბილისელებს, მთაწმინდის მოსახლეობას, რომელიც უამრავი ისტორიის მნახველია, ყოველთვის იდგა ქვეყნისთვის საჭირო ადგილას და ახლაც, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს.თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, თქვენი მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ, გამოცხადდით საარჩევნო უბნებზე და ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება“,- განაცხადა კახა კალაძემ.