კახა კალაძე - მადლობა ყურადღებისთვის, თანაქალაქელების მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია
კახა კალაძე - მადლობა ყურადღებისთვის, თანაქალაქელების მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მისთვის თანაქალაქელების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, კალაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღების, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რასაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი. დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. კიდევ ერთხელ, პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა მომდევნო პერიოდში ყოველდღიური შრომითა და ზრუნვით მეტი გავაკეთო თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის. რა თქმა უნდა, მინდა, ხაზი გავუსვა თანადგომას და მხარდაჭერას, რასაც ვგრძნობდი ბოლო დღეების განმავლობაში, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს უწმინდესს, პატრიარქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 26 მარტს „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში  ამოკვლევებზე იმყოფებოდა. კახა კალაძეს ე.წ.  ვესტიბულოპათი​ა დაუდგინდა. თბილისის მერმა კლინიკა 4 აპრილს დატოვა.