კახა კალაძე - ლევან ხაბეიშვილისგან ბინძური განცხადებები არ მიკვირს, ეს მისი სტილია
კახა კალაძე - ლევან ხაბეიშვილისგან ბინძური განცხადებები არ მიკვირს, ეს მისი სტილია

ლევან ხაბეიშვილისგან ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ბინძური განცხადებები, მისი სტილია. ეს ადამიანია, რომელიც საუბრობს სიცრუეს, ტყუილს, ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე საკრებულოში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.

„ფაქტს რაც შეეხება, სამწუხარო ამბავია და ძალიან ცუდი რამე მოხდა, თუმცა ასევე ძალიან ცუდია, როცა ჩვენ ვისმენთ დიდი ხნის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ეს ყველანაირ პოლიტიკას სცდება. სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ვართ და ცხადია, ყველას ვერ გვექნება ერთნაირი შეხედულებები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელი, მათ შორის, ფიზიკური ძალადობაც. შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, შევდივართ პოლემიკაში, დებატებში, ეს ნორმალურია, პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მაგრამ ადამიანს მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. წელს საარჩევნო წელია, დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან ბევრი ასეთი პროვოკაცია იქნება. მინდა, ყველას მოვუწოდო, მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი, არ აყვნენ პროვოკაციებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოში კახა კალაძის დავალებით, გომელაურთან შეთანხმებით, თავს დაესხა რამდენიმე ლაჩარი კაცი.