კახა კალაძე - ლევან ხაბეიშვილი პერფორმანსებით არის დაკავებული, ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს, ასე განაგრძოს
კახა კალაძე - ლევან ხაბეიშვილი პერფორმანსებით არის დაკავებული, ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს, ასე განაგრძოს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარება იმგვარად უნდა განაგრძოს, რა მეთოდიც ახლა აქვს არჩეული. ამის შესახებ მან საწვავის ფასებზე ლევან ხაბეიშვილის მიერ მოწყობილ პერფორმანსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე პერფორმანსებით არის დაკავებული. თავიდანვე ვთქვი, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ირჩევდნენ, რომ საინტერესო პერფორმანსები და მოვლენები გველოდებოდა წინ. ასე განაგრძოს. ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საწვავის ფასებს, დედაქალაქის მერის თქმით, რთულია, მსოფლიოში წლების წინ არსებული ვითარება დღევანდელს შეადარო.

„როგორ შეიძლება, 2012 წელს შევადაროთ დღევანდელი მოცემულობა? მთელი მსოფლიო შეიცვალა, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რეგიონში, როგორი რყევებია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ამიტომ, რთულია, 11 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობას შეადარო, რა იყო 2012 წელს ან მანამდე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.