კახა კალაძე - ლევან იზორიას ელჩად დანიშვნას მისი ძმის საქციელთან კავშირი არ აქვს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნას მისი ძმის საქციელთან კავშირი არ აქვს.
„იზორიას ძმის საკითხს რაც შეეხება, მე გავაკეთე განცხადება და ვთქვი ჩემი მოსაზრება. რაც შეეხება ლევან იზორიას ელჩად დანიშვნას, ამას მისი ძმის საქციელთან კავშირი არ აქვს. მისი ძმის საქციელი არ იყო ლამაზი და მისაღები, თუმცა ასევე უნდა ვთქვათ ის პრობლემები, რომელიც იზორიას ძმას აქვს.
ამიტომ, არ მინდა ამ თემას ბოლომდე შევყვე და განმარტებები გავაკეთო. ვფიქრობ, საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად ლევან იზორია დაინიშნა.