კახა კალაძე - კორონავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს, მთავარია თვითშეგნება და მხარდაჭერა
კახა კალაძე - კორონავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს, მთავარია თვითშეგნება და მხარდაჭერა

კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარედ რაც გუშინ ხდებოდა, ეს იყო ძალიან საგანგაშო და ცუდი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კორონავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს.

„გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო ძალიან საგანგაშო და ცუდი, რაც ხდებოდა კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს არის ძალიან საშიში. შესაბამისად, გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან. კორონავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს. აქ მთავარია  ადამიანების კონსოლიდაცია, თვითშეგნება და მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი