კახა კალაძე - ხაზარაძე და მელია დაშორებული არასდროს ყოფილან, ყოველთვის ერთ გუნდს წარმოადგენდნენ, ერთი პატრონი ჰყავთ, ვიცით, საიდან და როგორ იმართებიან
კახა კალაძე - ხაზარაძე და მელია დაშორებული არასდროს ყოფილან, ყოველთვის ერთ გუნდს წარმოადგენდნენ, ერთი პატრონი ჰყავთ, ვიცით, საიდან და როგორ იმართებიან

დღეს შეიძლება, დაშლილი არიან, თუმცა ამ ადამიანებს ერთი პატრონი ჰყავთ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით საიდან, როგორ იმართებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მელია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანების საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტებმა კალაძეს კითხვა დაუსვეს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიული პარტნიორები. როგორ იქნება ეს, უპირველესად, ამომრჩეველს ვკითხავთ“.

კალაძის თქმით, ხაზარაძე და მელია დაშორებული არასდროს ყოფილან და ყოველთვის ერთ გუნდს წარმოადგენდნენ.

„არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან როგორ იქნება და ვინ სად გააგრძელებს მოღვაწეობას. ისინი არასდროს ყოფილან დაშორებული, ყოველთვის ერთ გუნდს წარმოადგენდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ფარქვეშ იყვნენ გაერთიანებული. დღეს შეიძლება, დაშლილი არიან, თუმცა ამ ადამიანებს ერთი პატრონი ჰყავთ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, საიდან, როგორ იმართებიან ისინი. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ისინი ამ ქვეყნის ინტერესებს ნამდვილად არ ატარებენ, მათ სხვა ინტერესები აქვთ – არა ქვეყნის და არა სამშობლოსი. შესაბამისად, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ყველაფერს და 2024 წლის არჩევნებზე ყველას მიუჩენს შესაბამის ადგილს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.