კახა კალაძე - კეზერაშვილი ცდილობს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს სახე, თუმცა ეს გამორიცხულია
კახა კალაძე - კეზერაშვილი ცდილობს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს სახე, თუმცა ეს გამორიცხულია

კეზერაშვილი ცდილობს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს სახე, თუმცა ეს გამორიცხულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე დავით კეზერაშვილის მიერ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გამოეხმაურა.

„ვიდრე „ბიბისი“ ჟურნალისტურ გამოძიებას ჩაატარებდა, ამაზე ხომ საუბრობდნენ შესაბამისი სამსახურები. პირველი ვინ გამოაშკარავა ეს დანაშაული და სიბინძურე – ეს იყო სუს-ი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სწორედ მათი ჩართულობით მოხდა ამ ყველაფრის გამოაშკარავება, რის შემდეგაც ჩვენი უცხოელი ქვეყნების შესაბამისი სამსახურები ჩაერთნენ, რადგან მათი მოქალაქეები იყვნენ დაზარალებული. ამასთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადია“, – განაცხადა კახა კალაძემ.