კახა კალაძე - კავშირგაბმულობის შენობის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა
კახა კალაძე - კავშირგაბმულობის შენობის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა

რუსთაველის გამზირზე მდებარე კავშირგაბმულობის ყოფილი შენობის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა, –  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

„არანაირი მშენებლობა არ იგეგმება და არც პროექტის შეთანხმება მომხდარა. რუსთაველის გამზირი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია თითოეული ჩვენგანისთვის, შესაბამისად, ასე ადვილად გადაწყვეტილების მიღება არ და ვერ მოხდება. თუ რაიმე პროექტის მშენებლობა დაიგეგმება, ეს გახდება საერთო განხილვის საგანი. ასე რომ, ცრუ განგაშს ნუ აყვებით”, – განმარტა კახა კალაძემ.