კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია, საარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს, რა უნდოდათ საარჩევნო შტაბთან, თუ შტაბი მივიდა მათთან?
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია, საარჩევნო შტაბთან რამდენიმე აკაცუკი მოვიდეს და იქ მომუშავე ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს, რა უნდოდათ საარჩევნო შტაბთან, თუ შტაბი მივიდა მათთან?

ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც პირველი შემთხვევა არ არის. ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა მოვარდნა, შეურაცხყოფის მიყენება, გინება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, მიმდინარეობს მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის მიზანია ხელოვნურად დაძაბულობის შექმნა.

„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი. ჩვენ არავის ვუვარდებით, არავის არ ვესხმით თავს. იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებენ პატივს, გააკეთებენ შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია უბრალოდ, იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი, დაჯგუფება გივარდებოდეს, ადამიანებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს ძალიან მძიმეა. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რასაც აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა, რადგან ის არსებული 30 აკაცუკი არავის აინტერესებს. არც მათი ჩხივილი, ხავილი არავის აინტერესებს. ეს არის მოძალადე ადამიანების დაჯგუფება. შესაბამისად, როცა მიდიხარ და მიზანმიმართულად ხელს უშლი საარჩევნო შტაბს მუშაობაში, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფება და იცი, რომ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ამას აქვს თავისი მიზანი. მიზანი არის, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა. 30 აკაცუკი მივიდა საარჩევნო შტაბთან. რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან? ეს რას ნიშნავს? ქალი აქ არ არის არცერთი, არ ვიცი, რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის აქ. მაჩვენეთ, აბა, ერთი, რომელია ქალი? მანახეთ ერთი ადამიანი, რომელია ქალი? თქვენც ჩვეულებრივი აკაცუკები ხართ, არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ მიუვარდნენ საარჩევნო შტაბს, არაფრით არ განსხვავდებით მათგან. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად აშუქებთ სიბინძურეს, აღვივებთ დაპირისპირებას საზოგადოებაში, გახლეჩვის მცდელობას, ეს ხართ თქვენ. არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, ვინც გუშინ საარჩევნო შტაბს დაესხა თავს“, – მიმართა  კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.