კახა კალაძე - კარგი იქნება, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები
კახა კალაძე - კარგი იქნება, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კარგი იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გამჭირვალე იყოს და საზოგადოება აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდეს.

ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის მათი ფინანსური გამჭვირვალობა, თუ ვინ აფინანსებს აღნიშნულ ორგანიზაციებს, საიდან მოდის ეს თანხები. როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი და ვხედავთ, რომ არა თუ დეპოლარიზაციის ხელშეწყობა, არამედ, პირიქით, პოლარიზაციის წახალისება ხდება, საინტერესოა ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, ვინც პოლარიზაციის პროცესში უშუალოდაა ჩართული? ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ყველაფერი გამჭირვალე იყოს და საზოგადოებას ჰქონდეს მათ დამფინანსებლებზე ინფორმაცია – პარტია იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.