კახა კალაძე - კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვა შეუძლია ყველას, როგორც კი ვინმე კანონს გასცდება, შესაბამისი რეაგირება იქნება
კახა კალაძე - კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვა შეუძლია ყველას, როგორც კი ვინმე კანონს გასცდება, შესაბამისი რეაგირება იქნება

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს საშუალება, გამოხატოს საკუთარი პროტესტი, თუმცა ის კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

კალაძის თქმით, კანონის დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხზე თავისი პროტესტი გამოთქვას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, კანონის ჩარჩოში. როგორც კი ვინმე, კონკრეტული პიროვნება ან კონკრეტული პოლიტიკური პარტია, გასცდება კანონს, ამას მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა პროპორციული არჩევნების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ „სირცხვილის დერეფნების“ მოსაწყობად.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციები, პიკეტირება გაგრძელდება, რათა დისკომფორტი შეუქმნან მმართველი გუნდის წარმომადგენლებს.