კახა კალაძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

17:04, 20.01.2021

თბილისის მერი კახა კალაძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსის, გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო. დიდია მისი წვლილი საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის კვლევებში. ვიზიარებ გიორგი ოთხმეზურის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების დიდ გულისტკივილს“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური დღეს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი