კახა კალაძე - ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც პოლიტიკოსი არ არის საინტერესო, ადამიანურად, ციხისთვის არავინ მემეტება
კახა კალაძე - ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც პოლიტიკოსი არ არის საინტერესო, ადამიანურად, ციხისთვის არავინ მემეტება

ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც პოლიტიკოსი არ არის საინტერესო, ადამიანურად, რა თქმა უნდა, არავინ მემეტება ციხისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს.

„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდებოდა 20 ივნისის ღამეს. ის მძიმე კადრები და საათები ყველას გახსოვს, ამდენი დაშავებული ადამიანი, როგორც პოლიციელების, ასევე მომიტინგების მხრიდან. ძალიან მძიმე სანახავი იყო ყველაფერი და ვინ იყო ამის მაპროვოცირებელი? ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც იქ მისულ ადამინებს, ვისაც მართლა ჰქონდათ რეალურად და სამართლიანად პროტესტის განცდა, ცდილობდნენ, გამოეყენებინათ არასწორად, მოუწოდებნენ პარლამენტში შევარდნისკენ, აღებისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი