კახა კალაძე - ირაკლი კობახიძის განცხადებებს ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ჰქვია
კახა კალაძე - ირაკლი კობახიძის განცხადებებს ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ჰქვია

ირაკლი კობახიძის განცხადებებს არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო პოზიციაა, რომ არავის მიეცეს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის შესაძლებლობა.

„ესაა ჩვენი გუნდის პოზიცია და ყოველთვის ეს კურსი იქნება გატარებული. საქართველოს ინტერესს ყოველთვის დავიცავთ და ქვეყნის აბუჩად აგდების უფლებას არავის მივცემთ. შეიძლება ვიღაც ჩვენზე დიდი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს, ჩვენზე დიდი ეკონომიკის, ჩვენზე ძლიერი, მაგრამ ჩვენს სამშობლოს თავში წამოარტყას და აბუჩად აიგდოს, ამის საშუალებას მათ არც ირაკლი კობახიძე მისცემს – და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის რანგში ყველა პლატფორმას გამოიყენებს – არც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, დაწყებული რიგითი ჯარისკაციდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.