კახა კალაძე - გვახსოვს, როდესაც ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, როგორი რეპრესიები ხდებოდა ქვეყანაში, დღეს კი, ქართველ ხალხს ნათელ მომავალს ჰპირდება, საკმაოდ საინტერესოა
კახა კალაძე - გვახსოვს, როდესაც ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, როგორი რეპრესიები ხდებოდა ქვეყანაში, დღეს კი, ქართველ ხალხს ნათელ მომავალს ჰპირდება, საკმაოდ საინტერესოა

გვახსოვს, როდესაც ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, როგორი რეპრესიები ხდებოდა ქვეყანაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მერაბიშვილი ქართველს ხალხს ნათელ მომავალს ჰპირდება.

„პოლიტიკაში რომ ბრუნდება, მგონი, თვითონაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. საკმაოდ საინტერესო კანდიდატურაა და საინტერესოა მისი პოლიტიკაში დაბრუნება.  ვანო მერაბიშვილი გვახსოვს, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი რეპრესიები ხდებოდა. დღეს ვანო მერაბიშვილი ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰპირდება ნათელ მომავალს, საკმაოდ საინტერესოა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი