კახა კალაძე - გვახსოვს აქციები, კამპანია „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, ერთობლიობაში ეს მიმართული იყო ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად გააანალიზა
კახა კალაძე - გვახსოვს აქციები, კამპანია „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, ერთობლიობაში ეს მიმართული იყო ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად გააანალიზა

საზოგადოებას, სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო კანდიდატის სტატუსი, რომლის მოსაპოვებლად ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, თუმცა ბრძოლას შედეგი ყოველთვის მოაქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„საქართველო მართლაც იმსახურებდა სტატუსს. არასამართლიანი დამოკიდებულება იყო, მანამდე უკრაინასა და მოლდოვას რომ მიენიჭა, რადგან ყველა პარამეტრით თუ სტატისტიკით, თუ რაიმე წარმატებაზე იყო საუბარი, ყველა კომპონენტით საქართველო ამ ქვეყნებს რომ შევადაროთ, მოწინავე იყო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაირკვა და საზოგადოებამ დაინახა, რა იყო ამის ძირითადი მიზეზი და მიზანი. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რისთვის გამოიყენებდნენ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას. გვახსოვს აქციები, კამპანია „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, ერთობლიობაში ეს მიმართული იყო იმისკენ, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ხალხმა ძალიან კარგად გააანალიზა ეს ყველაფერი და ხედავდა ამ ყველაფერს“, – აღნიშნა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.