კახა კალაძე - გუშინ საუბარი დაიწყო მოლაპარაკებებზე, დღეს ისევ რადიკალიზმი გაუგებარია, პარტიებს ეს სასიკეთოს არაფერს მოუტანს
გუშინ საუბარი დაიწყო მოლაპარაკებებზე, დღეს ისევ რადიკალიზმი გაუგებარია, პარტიებს ეს სასიკეთოს არაფერს მოუტანს, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის დღევანდელი პიკეტირების შეფასებისას.
„ეს გაუგებარია, რადგან გუშინ საუბარი დაიწყო, რომ ვსხდებით, მოლაპარაკებები წარიმართოს და დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია.
ეს პირველ რიგში იმ კონკრეტულ პარტიებს, ვინც ამას აკეთებს, არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს, ამას მომავალიც აჩვენებს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და კეთილი ინებონ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კონკრეტულ წინადადებებს ოპოზიციასთან შეხვედრებთან დაკავშირებით, კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭო ამაზე იმსჯელებს.
„პოლიტსაბჭო უახლოეს მომავალში, ამ დღეებში გაიმართება. რაც შეეხება კონკრეტიკას, მომავალი დღეების განმავლობაში გახდება ცნობილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.