კახა კალაძე – გრანტებიდან შემოსული თანხები პოლიტიკაში შავი ფულის სახით მიდიოდა, ფინანსდებოდა რევოლუციის მოწყობის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, ამიტომ მივიღეთ შესაბამისი კანონი

16:10, 30.01.2025

„გრანტებიდან შემოსული თანხები პოლიტიკაში შავი ფულის სახით მიდიოდა. ამით რევოლუციების მოწყობის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება ხდებოდა, ამიტომ მივიღეთ შესაბამისი კანონი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ში ჰაკერების მიერ USAID-ის გრანტების ბაზის გატეხვის საკითხს ეხება.

კალაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღეს, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, რაში იხარჯება უცხოური გრანტები.

„ჩვენ ზუსტად ამიტომ მივიღეთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომ საქართველოში რა თანხებიც შემოდის გრანტების სახით, საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, თუ რაში იხარჯებოდა და იხარჯება. რა თქმა უნდა, ეს თანხები პოლიტიკაში შავი ფულის სახით მიდიოდა. ამით რევოლუციების მოწყობის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება ხდებოდა. სწორედ ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული კანონი მიგვეღო, თუმცა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ყველა მსგავსი დაფინანსება გააჩერა. ზოგადად საკმაოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, რასაც მივესალმები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი