კახა კალაძე – გილოცავთ ბოლო ზარს, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია, გისურვებთ წარმატებებს, რაც არა მხოლოდ თქვენი მომავლის, ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია

16:34, 20.05.2025

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სკოლის მოსწავლეებს ბოლო ზარს ულოცავს.

როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, სწავლით, პასუხისმგებლობით აუცილებლად მიაღწევენ იმ მიზნებს, რაც დასახული აქვთ.

„ბოლო ზარს გილოცავთ, ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია – შრომით, სწავლით, მიზანდასახულობით, პასუხისმგებლობით, განვითარების სურვილით აუცილებლად მიაღწევთ იმ მიზნებს, რაც დასახული გაქვთ. მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს, რაც არა მხოლოდ თქვენი მომავლის, ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია“, – წერს კახა კალაძე.

მსგავსი