კახა კალაძე - მე განვახორციელებ ჩემს და არა - რომელიღაც გაკოტრებული პარტიის პროგრამას
კახა კალაძე - მე განვახორციელებ ჩემს და არა - რომელიღაც გაკოტრებული პარტიის პროგრამას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მათი შენიშვნები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გაზიარებული არ იქნა.

კახა კალაძის თქმით, საერთოდ არ არის საინტერესო, ოპოზიციას რა მიდგომები აქვს.

“მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსახლეობამ მხარი დაუჭირა პარტია “ქართულ ოცნებას”, მხარი დამიჭირა მე და იმ პროგრამას, რომელიც წინასაარჩევნოდ მქონდა წარდგენილი. შესაბამისად, მე განვახორციელებ ჩემს საარჩევნო პროგრამას და არა – რომელიღაც გაკოტრებული პარტიის”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროსა და პრემიერ მინისტრს, რომ შესაძლებელი გახდა დაახლობით 60 მლნ ლარით გაზრდილიყო ბიუჯეტი.

„ეს თანხები ძირითადად მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მეტროს სადგურებისა და ვაგონების რეაბილიტაციაზე იმისთვის, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და დალოდების შუალედები იყოს შემცირებული”, – განაცხადა კალაძემ.