კახა კალაძე - გამიხარდებოდა, ანგარიშის წარდგენისას ოპოზიცია აქ ყოფილიყო, ცოტას გავერთობოდით
კახა კალაძე - გამიხარდებოდა, ანგარიშის წარდგენისას ოპოზიცია აქ ყოფილიყო, ცოტას გავერთობოდით

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას გაუხარდებოდა, თუკი ოპოზიცია თბილისის საკრებულოში ანგარიშის წარდგენას დაესწრებოდა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას არ იღებენ თბილისელების წინაშე იმ განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც სჭირდება თბილისსა და თბილისელებს.

„ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტია ირჩევს თავის გზას. მე გამიხარდებოდა აქ რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით. მათ არ მიიღეს მონაწილეობა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას თბილისელების წინაშე და იმ განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც სჭირდება თბილისსა და თბილისელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.