კახა კალაძე - ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან იყო მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული, თუ მოხსნიან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
კახა კალაძე - ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან იყო მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული, თუ მოხსნიან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან იყო მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული, თუ მოხსნიან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლისა, უკრაინის მოქალაქეები თავს აქ უსაფრთხოდ გრძნობენ.

„რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში და რა ვიცი, მარტივია, დაუსვათ უკრაინის მოქალაქეებს კითხვა, გრძნობენ თუ არა ისინი უსაფრთხოდ თავს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს დედაქალაქში, რამდენად მოსწონთ აქ ცხოვრება. ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ ამ ადამიანებს, ძალიან კომფორტულად არიან, იციან, რომ ვართ სტუმართმოყვარე ხალხი, ვიცით მეგობრობა, ხელის გაწვდენა გაჭირვების დროს. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები.

გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით იყო მათი მხრიდან მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება და მოხსნიან, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.