კახა კალაძე - ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და არც ამჯერად ვაპირებ, მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ საშუალება, გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია
კახა კალაძე - ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და არც ამჯერად ვაპირებ, მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ საშუალება, გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია

ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი, შეფასებები და არც ამჯერად ვაპირებ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფარული ჩანაწერების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ფარული ჩანაწერების მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორად მიაჩნია.

„შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ საშუალება, გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება  და გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე აცხადებს: „მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, თქვენც და საზოგადოებასაც, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ“.