კახა კალაძე - ევროინტეგრაცია რთული, გამოწვევებით სავსე გზაა, საჭიროა ბევრი რეფორმა, რისთვისაც ხელისუფლება მზადაა, თუ გადავხედავთ, ამ გზაზე ყველანაირი წარმატება „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება
კახა კალაძე - ევროინტეგრაცია რთული, გამოწვევებით სავსე გზაა, საჭიროა ბევრი რეფორმა, რისთვისაც ხელისუფლება მზადაა, თუ გადავხედავთ, ამ გზაზე ყველანაირი წარმატება „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რეფორმების, განვითარების პროცესი უნდა გააგრძელოს და ხელისუფლება ამისთვის მზადაა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

„რეფორმების განხორციელება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რაც კარგია, მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ. პირიქით, უნდა გავაგრძელოთ განვითარება, წინსვლა, რეფორმების განხორციელება, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენი მთავარი მიზანი ევროინტეგრაცია, ევროპული მომავალია. ეს რთული და გამოწვევებით სავსე გზაა. საჭიროა ბევრი რეფორმის განხორციელება, რისთვისაც ხელისუფლება მზადაა. თუ გადახედავთ, ყველანაირი წარმატება, რაც მიღწეულია ევროინტეგრაციის გზაზე, უკავშირდება „ქართულ ოცნებას“ და 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ეს პროცესი შეუქცევადია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.