კახა კალაძე - ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება შესაძლებელია, რასაც კონკრეტული პროექტებით გაჩვენებთ
კახა კალაძე - ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება შესაძლებელია, რასაც კონკრეტული პროექტებით გაჩვენებთ

ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება შესაძლებელია, ამასთან დაკავშირებით, უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს კონკრეტული პროექტებით გაჩვენებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ახლად არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება არქიტექტურის სამსახურში. მისივე განცხადებით, მერია ადამიანებზე მორგებულ სამსახურად უნდა იქცეს.

„არქიტექტურის სამსახურში სტრუქტურული ცვლილებები იქნება. რეფორმები განხორციელდება, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ. მერია უნდა გახდეს ადამიანებზე მორგებული, მოქნილი სამსახური. უნდა ემსახურებოდეს თბილისს და თბილისელებს გამართულად“, – განაცხადა კალაძემ.