კახა კალაძე - ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, ბიზნესმენის ან თუნდაც პოლიციელის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს
კახა კალაძე - ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, ბიზნესმენის ან თუნდაც პოლიციელის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს

ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, ბიზნესმენის ან თუნდაც პოლიციელის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს გუშინდელ აქციაზე 36 პირის დაკავებასთან დაკავშირებით.

„სამოქალაქო წესრიგს თუ არღვევს, ამას მოჰყვება შესაბამისი ქმედებები. ჟურნალისტის სტატუსი, ან პოლიტიკოსის, ან ბიზნესმენის, ან თუნდაც პოლიციელის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება აქვს ადამიანს. კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორუფლებიანი“, – განაცხადა კალაძემ.