კახა კალაძე - დიალოგს, ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს, ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, არის პოლიტიკური პარტიების რადიკალიზმი
კახა კალაძე - დიალოგს, ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს, ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, არის პოლიტიკური პარტიების რადიკალიზმი

საბედნიეროდ, აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ  დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, ოკუპაციის 100 წლის თავზეც, რომ ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივი პრინციპებზე, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

მისი თქმით, დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კალაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით დააკავეს.