კახა კალაძე - პატარა ლაზარესთან და დევი მეზურნიშვილთან შეხვედრამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მეგობრებო, ეს ჩემი ვალდებულებაა, მოვინახულებ ყველას, ვინც ტრაგედიით დაზარალდა
კახა კალაძე - პატარა ლაზარესთან და დევი მეზურნიშვილთან შეხვედრამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მეგობრებო, ეს ჩემი ვალდებულებაა, მოვინახულებ ყველას, ვინც ტრაგედიით დაზარალდა

დევი მეზურნიშვილთან შეხვედრამ და პატარა ლაზარეს მონახულებამ აჟიოტაჟი გამოიწვია. პირდაპირ ვიტყვი, ეს ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც მერის, არამედ როგორც ადამიანის, კაცის, ოთხი შვილის მამის. მოვინახულებ ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მადლობას გადაუხდის ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა.

„რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის – დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემ მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს, მეგობრებო, ჩემი ვალია და ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ შევხვდები და მოვინახულებ. მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა. აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა, თითოეულ ექიმს, ექთანს, ყველა ადამიანს. აქვე ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი მონახულება, მაგრამ მომდევნო დღეების განმავლობაში აუცილებლად ვესტუმრები მასაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.