კახა კალაძე - დედაქალაქის მერიაში მოკვლევას მხოლოდ სახელმწიფო აუდიტი ჩაატარებს
კახა კალაძე - დედაქალაქის მერიაში მოკვლევას მხოლოდ სახელმწიფო აუდიტი ჩაატარებს

დედაქალაქის მერიაში მოკვლევას მხოლოდ სახელმწიფო აუდიტი ჩაატარებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტი შესულია თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურში.

„სახელმწიფო აუდიტი შემოსულია თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურში და დამატებით, კიდევ იქნება მოთხოვნა ჩვენი მხრიდან, რომ რამდენიმე საქალაქო სამსახური შემოწმდეს. დედაქალაქის მერიაში მოკვლევას მხოლოდ სახელმწიფო აუდიტი ჩაატარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.