კახა კალაძე - დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ყველა პასუხისმგებელი ორგანო მუშაობს, პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებდა, დარეგულირდება
კახა კალაძე - დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ყველა პასუხისმგებელი ორგანო მუშაობს, პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებდა, დარეგულირდება

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ყველა პასუხისმგებელი ორგანო მუშაობს, იმართება შეხვედრები და მოლაპარაკებები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან ერთადაც საქართველო ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი აუცილებლად მოგვარდება.

„საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ყველა პასუხისმგებელი ორგანო მუშაობს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. იმართება შეხვედრები და მოლაპარაკებები. პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებდა, დარეგულირდება. აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორია, ერთად ვახორციელებთ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს და ეს პრობლემაც აუცილებლად მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.