კახა კალაძე დასუფთავების აქციაში შვილთან ერთად მონაწილეობს
კახა კალაძე დასუფთავების აქციაში შვილთან ერთად მონაწილეობს

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი და თბილისის მერი, კახა კალაძე ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ, „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას.

დასუფთავების აქციაში კახა კალაძე შვილთან ერთად მონაწილეობს.

აქციის მონაწილეები თბილისში, ვახტანგ მეექვსის ქუჩაზე იმყოფებიან.