კახა კალაძე - დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა, აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი
კახა კალაძე - დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა, აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი

თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმის ბულვარში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან შეხვედრას სოციალური ქსელით ეხმაურება.

როგორც კალაძე წერს, პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს.

„ამ რეალობაში ვართ და ესაა ფაქტი. როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს „ფეხებზე ჰკიდიათ“? პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი… დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ ბათუმის ბულვარში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

დატოვე კომენტარი