კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ხვიჩა კვარაცხელიას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, წარმატებებს ვუსურვებ  
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ხვიჩა კვარაცხელიას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, წარმატებებს ვუსურვებ  

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

კახა კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებები უსურვა.

„ხვიჩას დიდ წარმატებებს ვუსურვებ. მართლაც, ძალიან ძლიერად ატარებს აბსოლუტურად ყველა შეხვედრას „ნაპოლის“ შემადგენლობაში და მისი გუნდი ძალიან წარმატებულია. შეიძლება, იტალიის გუნდებს შორის ერთ-ერთი წარმატებული და საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს. ამ ყველაფერში მისი როლი ძალიან დიდია. მინდა, კიდევ მეტი წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ყველანაირი შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ოთხ მატჩში ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.