კახა კალაძე - დანაშაულის დროს რაიმე თანამდებობა, ტელევიზიის მფლობელის სტატუსი ვერ იქნება ფარი, კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს
კახა კალაძე - დანაშაულის დროს რაიმე თანამდებობა, ტელევიზიის მფლობელის სტატუსი ვერ იქნება ფარი, კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს

თბილისის მერი კახა კალაძე ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

კალაძის თქმით, დანაშაულის შემთხვევაში, ტელევიზიის მფლობელის სტატუსი ფარი ვერ იქნება.

„როცა საქმე ეხება დანაშაულს, რაიმე თანამდებობა ან თუნდაც პოლიტიკოსის სტატუსი, ბიზნესმენის სტატუსი, არ ვიცი, ტელევიზიის მფლობელის სტატუსი ვერ იქნება ერთგვარი ფარი, როდესაც ადამიანს გაქვს დანაშაული. კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად მოღვაწეობს და რას საქმიანობს, თუ არის დანაშაული, შესაბამისად, აუცილებელია პასუხისგებაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, – „ელოდებით მოსამართლეების დასანქცირებას?“ – კახა კალაძე აღნიშნავს: „არ ველოდები სანქციებს, რაზეც თქვენ საუბრობთ, რადგან როდესაც სანქცირებაში შეგყავს ადამიანი ან კონკრეტული კომპანია, უნდა იყოს რაღაც დანაშაული ან ჩადენილი ისეთი რამ, რომელიც მიუღებელია და პრობლემას წარმოადგენს“.