კახა კალაძე - ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო დავით კეზერაშვილის განცხადება იმის შესახებ, თითქოს არ სურს, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას“
კახა კალაძე - ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო დავით კეზერაშვილის განცხადება იმის შესახებ, თითქოს არ სურს, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას“

BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებამდე, რა, არ იცოდნენ საქართველოში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც კეზერაშვილისგან ფინანსდებოდნენ, რითი იყო ეს ადამიანი დაკავებული, თუ ახლა გაიგეს?! – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო დავით კეზერაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს არ აქვს სურვილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას”.

„ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს არ აქვს სურვილი, რაღაც ჩრდილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას” და ა.შ. პირველი – დავიწყოთ იქედან, ვიდრე BBC-ი ჩაატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას, რა, არ იცოდნენ საქართველოში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მისგან დაფინანსებას იღებდნენ, რითი იყო ეს ადამიანი დაკავებული, რა საქმიანობას ეწეოდა, თუ ახლა გაიგეს ამის შესახებ?! შესაბამისად, ყველაფერი ცხადია. ამიტომ ეს პოლიტიკური სპეკულაციებიც გასაგებია მისი მხრიდან“, – განაცხადა კალაძემ.