კახა კალაძე - ჩვენმა გუნდმა ქალაქისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა, განვაგრძობთ პოზიტიურ კამპანიას, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული
კახა კალაძე - ჩვენმა გუნდმა ქალაქისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა, განვაგრძობთ პოზიტიურ კამპანიას, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული

დედაქალაქის მოქმედი მერის კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური მნიშვნელოვანია, რის გამოც სრული მობილიზება აქვთ გამოცხადებული.

მისივე თქმით, განაგრძობენ აქტიურ საარჩევნო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ქალაქთან დაკავშირებით ამომრჩევლებს ესაუბრებიან და სამომავლო გეგმებს აცნობენ.

„მეორე ტური ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. განვაგრძობთ ჩვენს პოზიტიურ კამპანიას, ვესაუბრებით ამომრჩევლებს ქალაქთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩემს გუნდთან ერთად. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ მართლაც ის გუნდი, რომელმაც ბოლო ოთხ წლის განმავლობაში, დაწყებული 2017 წლიდან, ბევრი კარგი საქმე გააკეთა ამ ქალაქისთვის. უამრავ ოჯახს დავეხმარეთ, უამრავ ადამიანს, ინფრასტრუქტურული პროექტები, რეკრეაციული სივრცეები, თუმცა ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები და ჩვენ დავდეთ სწორედ ის გეგმა, რომელიც ღირსეულად უპასუხებს პრობლემებსა და გამოწვევებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.