კახა კალაძე – ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ელჩები, როგორიცაა პეტერ ფიშერი
ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ელჩები, როგორიცაა პეტერ ფიშერი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, განცხადება ელჩის მხრიდან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს, არის შეურაცხმყოფელი და სცდება დიპლომატიურ ჩარჩოებს.
„დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ელჩები, როგორიცაა პეტერ ფიშერი. მსგავსი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ და არ უნდა აძლევდეს საშუალებას ქვეყანა, იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი. ეს დამაზიანებელია, პირველ რიგში, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოადგენს. ჩვენ გერმანიასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს. როდესაც ვხედავთ თავხედობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ელჩის მხრიდან, ეს ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელია და სცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.